вторник, 24 февраля 2009 г.

ბორჯომ-ხარაგაული

ბუნება და ჩვენ
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი, 8500 ჰა ფართობით, ერთ–ერთი უდიდესი დაცული ტერიტორიაა. ევროპაში ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაარსებული პირველი ეროვნული პარკია კავკასიაში, მოიცავს 6 ადმინისტრაციულ რაიონს ბორჯომიდან ხარაგაულამდე. მდებარეობს თბილისიდან სამხრეთ–დასავლეთით და წარმოადგენს მცირე კავკასიონის ნაწილს. პარკის მთლიანი ფართობია 5,3 ათასი მ2, რაც საქართველოს ფართობის დაახლოებით 7,6%–ია.
დაარსდა 1995 წელს გერმანიისა და ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) მიერ, ხოლო ინაუგურაცია მოხდა 2001წელს.
მიუხედავად ჩვენი ქვეყნის მცირე ფართობისა (69700კმ2), საქართველოს მცენარეთა და ცხოველთა სამყარო ისეთი მრავალფეროვნებით ხასიათდება, ანალოგი ძნელად თუ მოიძებნება პლანეტის ზომიერ სარტყელში. 50000 ჰა–ზე მეტ ფართობზეა გავრცელული ქართული მურა, რცხილა, წაბლი, მურყანი, არყი, კავკასიური სოჭი, აღმოსავლური ნაძვი და ფიჭვი.
ეროვნული პარკის ვეგეტაცია მნახველს მრავალ სასიამოვნო სიურპრიზს ჰპირდება და საშუალებას აძლევს დატკბეს ბუნების მრავალფეროვნებით.
პარკის ჩრდილოეთ ნაწილში (ხარაგაულის რაიონი) 400–1800 მეტრის სიმაღლეზე დომინირებს კოლხური ტყის მცენარეულობა, რომლის საფარქვეშ განვითარებულია მარადმწვანე ბუჩქები, შქერის ქვეტყე.
განსაკუთრებულად ლამაზია დეკას ყვავილობის დროს პარკი, სუბალპურ მდელოებზე კი მრავლად გვხვდება კავკასიური კურდღილისფრჩხილა, ბაია, ფრინტა და სხვა. სამხრეთ ფერდობზე 2642 მ სიმაღლეზე ივლისსა და აგვისტოში ალპური მდელოების მრავალფეროვანი სილამაზე დაატკბობს მნახველს.
პარკში ლაშქრობისას შეიძლება შეხვდეთ ენდემურ კავკასიურ შავ როჭოს, ყვითლად შეფერილ ფუტკრიჭამიების გუნდს. ხელუხლებელ ტყეებში ცხოვრობენ მურა დათვი, მგელი, ფოცხვერი, კავკასიური კეთილშობილი ირემი და არჩვი, პარკის ტერიტორიას კვეთს გადამფრენი ფრინველების გზა.
პარკის ყველა მცენარესა და ცხოველს კანონი იცავს. ბევრი გადაშენების პირას მისული სახეობა აქ ჰპოვებს თავშესაფარს მკაცრად იკრძალება ნადირობა და მცენარეების შეგროვება.
2008 წლის 15 აგვისტოს პარკში გაჩენილმა ხანძარმა ტყის მასიცის 950 ჰა მოიცვა. ხანძრის შედეგად განადგურდა 150 000 მ2–ზე მდგომი ხეები. 70%–ით მოისპო 700 ჰა, 140 000 ხე? შეინიშნება ცხოველთა მიგრაცია, “წითელ ნუსხაში” შეტანილი სახეობებიდან მთლიანად განადგურდა კავკასიის ენდემური სახეობა–უთხოვარი, რომელიც მთელი კავკასიის მასშტაბით მხოლოდ ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში გვხვდება, კავკასიური ირემი, შველი, ციყვი, მურა დათვი, კავკასიური გველგვესლა შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის “წითელ ნუსხაში” გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფის სტატუსით.
ბორჯომ–ხარაგაულის ტყე–პარკის სამოდელო მნიშვნელობაც გააჩნია. ამას ადასტურებს მისდამი მინიჭებული PAN PARKS –ის სერთიფიკატი.
ხანძრის დროს ბორჯომის ხეობაში მხოლოდ ხეები არ იწვოდა. განადგურდა მთელი ეკოსისტემა, ზარალი მხოლოდ ის კი არ არის, რაც ხანძრის დროს მიადგა ნაკრძალს, არამედ ისიც, რაც ხანძარს მოჰყვება: დაზიანებულ ტერიტორიაზე დაფიქსირდა მიწისქვეა ხანძრის კერები, ნეშომპალას წვა, რომლის სისქე საუკუნოვან წიწვოვან ტყეებში საკმაოდ მაღალია. წვის პროცესი ხანგრძლივია და რომ გგონია, ხე გადარჩა და არ დამწვარა, ფესვთა სისტემა შეიძლება ისე განადგურდეს, რომ ვერც კი გავიგოთ. ამგვარი მიწისქვეშა ხანძრის კერების ჩაქრობა სპეციალური თხრილებით და ხანგრძლივი წვიმის მეშვეობით ხდება. მეორე მხრივ, ასეთი წვიმებით შეიძლება მთელი ტყის მასა დაიძრას და მეწყერი წარმოიშვას. ამ შემთხვევაში დამწვარი და გამხმარი ხეების მოჭრაც კი არ შეიძლება. ისინი მეწყერდამცავები არიან და თავის წილ კეთილ საქმეს აკეთებენ.
40-კაციანი სამთავრობო კომისიის წარმომადგენლებისა და საერთაშორისო ექსპერტების ერთთვიანი მუშაობის შედეგად დაფიქსირდა, რომ განადგურებულია ტეიროტორიაზე არსებული უდიდესი წიწვოვანი და აღმოსავლური ნაძვის ტყეები, აქამდე ხელუხლებელი ტყის მასივები, რომლებიც უჩვეულო და განსაკუთრებულია ზომიერი სარტყლის მქონე აღმოსავლეთ ევრაზიის ზონისათვის.კავკასიის რეგიონს თავისი ბიომრავალფეროვნების ნაწილის დაკარგვის საშიშროება ემუქრება საჭიროა ზომების მიღება მანამდე, სანამ დანაკარგი
აუნაზღაურებადი არ გამხდარა, უახლოეს მომავალში კი მოხდება დაზიანებული ადგილების აღდგენა.
2008 წლის 19 აგვისოს გამოქვეყნდა ოფიციალური წერილი ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით PAN Parks Founfation –ის მიერ, სადაც აღნიშნული იყო, რომ მათი ორგანიზაცია ზრუნავს თავის წევრზე (ბორჯომის ეროვნულ პარკზე), დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით აწუხებთ გარემოს მოსალოდნელი დაზიანება.
ბორჯომის პარკის აღდგენის პროცესი იწყება: პირველი სანერგე წაღვერში გაიხსნება იგეგმება სამი ახალი სანერგის გახსნა, სადაც პირველ ეტაპზე იფნისა და ნეკერჩხლის ნერგები დაირგვება. სართიჭალის სანერგე მეურნეობაში წიწვოვანი ჯიშის ნერგების გამოყვანაა დაგეგმილი. სასურველია აქციაში ახალგაზრდების ჩაბმა, სტუდენტებისა და მოსწავლეების მონაწილეობა.


გამოყენებული ლიტერატურა
1.Google.ge
2. en. wikipedia. org
3. Bestgeorgians.ge
4. სახეობათა კონსერვაcიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი NAGRES

Комментариев нет:

Отправить комментарий