вторник, 24 февраля 2009 г.

ბუნება და ჩვენ

1.პროექტის სახელი:ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი-ბუნება და ჩვენ.
2.პროექტის მოკლე აღწერა:ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული
პარკის ადგილმდებარეობა ფლორა და ფაუნა. 2008 წლის
აგვისტოს ხანძრის შედეგები და მიყენებული ზიანის
აღმოფხვრის გზები.
3.პროექტის სრული ვერსია:პროექტში აღწერილი იქნება
ეროვნული პარკის მოკლე ისტორია. გადაშენების საფრთხის
ქვეშ მყოფი ცხოველები და მცენარეები. ნაკრძალის
საერთაშორისო მნიშვნელობა, მისი ენდემური სახეობები
და დაზიანებული ტერიტორიის განაშენიანებისთვის
ჩასატარებელი ღონისძიებები.
4.მონაწილეთა ასაკი:13-15 წელი, VIII-IX -კლასები.
5.ვადები-ხანგრძლივობა:2009 წლის თებერვალი - მარტი
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასებში:მოსწავლეები
მოიძიებენ მასალას ინტერნეტში, მოაწყობენ სხვადასხვა
პრეზენტაციებს, შექმნიან ვებ-გვერდებს, გაუზიარებენ
ერთმანეთს მოძიებულ ინფორმაციას და თავიანთ მასალებს
ინტერნეტში განათავსებენ.
7.მოსალოდნელი შედეგები-პროექტები, რაც შეიძლება
შეიქმნას:მოზარდები ისწავლიან კომპიუტერთან მუშაობას.
შექმნიან ბლოგებს,ისწავლიან ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას
ერთმანეთში. დაუკავშირდებიან სხვადასხვა სკოლის
მოსწავლეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
მოზარდებს ჩამოუყალიბდებათ სწორი ეკოლოგიური
აზროვნება და გაითავისებენ ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიურ
პრობლემებს.
8.სასარგებლო სხვებისთვის: ბუნების დაცვით დაინტერესე-
ბული პირები ნახავენ მოზარდთა ნამუშევრებს ,შემოვლენ
დისკუსიებში, გაეცნობიან ერთმანეთის ინტერესთა
სფეროს ეკოლოგიაში,განუვითარდებათ შემოქმედებითი
აზროვნება, პრობლემების გადაჭრის სტრატეგიის
შერჩევა და გააზრებული არჩევანის გაკეთების უნარი.
9.სამუშაო ენა: ქართული
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან, ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგიის კავშირი
გეოგრაფიასთან, ქიმიასთან.
11.მოსწავლეები სხვა სკოლიდან:
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი გვარი
:
მანანა ბერიკაშვილი.
თანაავტორები:თინათინ ხუციშვილი
მარიამ ხაჭაპურიძე, ქეთევან არონია,
სოფიო ჯინჭარაძე,ნანა გიორგობიანი.
13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:
berikashvili manana@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:http://foro.iearn.org/webx?14@@.1eacefb4
15.პროექტის ვებ-გვერდი:http://nakrzali.blogspot.com/

Комментариев нет:

Отправить комментарий